1736884505
ნიკო კვარაცხელიას საქმე: აკო ჭელიძემ განაცხადა, რომ კვარაცხელია მან მოკლა, თუმცა უარყოფს, რომ შეკვეთილი მკვლელობა იყო
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძის განცხადებით, მკვლელობა შეკვეთილი არ ყოფილა.
ბრალდებული დათანხმდა მხოლოდ იმას, რომ დაცვის მხარის მოწმის სტატუსით დაკითხულიყო და ჩვენება თავისუფალი თხრობის სტილით მიეცა.
აკო ჭელიძემ მხოლოდ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და არ უპასუხა არც ერთ შეკითხვას. თქვა, რომ ნიკო კვარაცხელია მან მოკლა, მაგრამ, კატეგორიულად უარყოფს, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა.
მისივე თქმით, მას თანამზრახველი არ ჰყავს.
პროკურორმა აკო ჭელიძის ეს ჩვენება შეაფასა, როგორც აბსურდული და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ძიება, რათა დადგინდეს, ვინ იყო თანამზრახველი.
„ბრალდებული, ფაქტობრივად, ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენება არ მოგვცა მან განმარტება გააკეთა, ცდილობს პასუხისმგებლობა აიცილოს და ააცილოს თავისივე თანამზრახველს,"- აცხადებს პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილი.
შეგახსენებთ, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღით 10 ჭრილობა მიაყენეს. მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავა.