პირველ იანვარს გარდაცვლილ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, ჩირო შონიას 2022 წლის მარტში, აფხაზეთში დაკრძალავენ

შონია

საბერძნეთში გარდაცვლილი კანონიერი ქურდის, ჩირო შონიას (კრიმინალურ წრეებში - ჩირო გალსკი) ახლობლები ე.წ.აფხაზეთის საზღვარზე, ენგურის ხიდის თავში შეიკრიბნენ და ცხედრის მისი მშობლების გვერდით დაკრძალვას ითხოვდნენ. როგორც „ნუჟნაია გაზეტა“ იტყობინება, შემთხვევა 7 იანვარს მოხდა.

„არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობამ, აკრძალა ჩირო შონიას ცხედრის გადასვენება საზღვარზე. იქ შეკრებილი აქციის მონაწილეები კი მილიციამ დაარბია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამის შემდეგ, მათ გარდაცვლილის მაღალჩინოსან ნათესავებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს დახმარებისთვის, რამაც შედეგი გამოიღო.

არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთის „ხელისუფლებამ“ ცხედრის დაკრძალვისთვის ნებართვა გასცა, მაგრამ, მხოლოდ 2022 წლის მარტში, „საპარლამენტო არჩევნების“ დასრულების შემდეგ“, - წერს გამოცემა.

„ჩირო შონიას ცხედარი ამჟამად ზუგდიდშია დასვენებული. კერძოდ კი, ღვთისმშობლის შობის ტაძარში“, - უთხრა ტაძრის წინამძღვარმა ილარიონ შენგელიამ „პრაიმტაიმს“.

ახლობლების ცნობით, მის ცხედარს ზუგდიდის ერთ-ერთ სასაფლაოზე ხვალ დაკრძალავენ.

56 წლის ჩირო შონია ახალი წლის ღამეს საბერძნეთში, ათენში გარდაიცვალა.მისი გარდაცვალების მიზეზი ფილტვების კიბოა.