ლოცვა, რომელიც ღვთისმშობლობას უნდა წაიკითხოთ
1789935948
იტალიაში, პოტენცას პროვინციაში, ძვირად ღირებული ბრენდული ტანსაცმლის ქურდობისთვის 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მამაკაცი კარაბინერებმა, ავტომობილების გეგმური შემოწმების დროს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაული მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მოხდა, 38 წლის ქართველზე კი ძებნა იყო გამოცხადებული.
პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება მაღაზიის მეპატრონის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მათი ცნობით, ქართველმა რამდენიმე ძვირად ღირებული დიზაინერული ნივთის მოპარვა და ადგილიდან მიმალვა შეძლო.