4 წლის გალა გასვიანის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს - როგორ გააოცა პატარა გენიოსმა მაყურებელი
1767981989
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ელგუჯა ცომაია ჩვენებას აძლევს.
ცომაია დეტალურად ჰყვება, თუ ვინ დაუკავშირდა მას და ვინ სთხოვა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანაში დახმარება.
როგორც ბრალდებული აღნიშნავს, ამ საკითხზე მას ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა.
ცომაიას განცხადებით, სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის სანაცვლოდ, ლორთქიფანიძე მას გარკვეულ საკითხებში დახმარებას დაჰპირდა.
ბრალდებული ამბობს, რომ არაჟნით დატვირთული სატვირთო მანქანით მან საბაჟო კონტროლი უპრობლემოდ გაიარა, ვინაიდან ის ბევრი წელია, უკრაინაში დადის.
ცნობისთვის, ელგუჯა ცომაიას მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებას ედავებიან. ის ბრალს აღიარებს.