ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება თავდამსხმელის შვილი, რომელიც სროლის დაწყებისას მამასთან ერთად სახლში იმყოფებოდა. რა ინფორმაციას მიაწვდის მძიმე ამბის მთავარი თვითმხილველი სამართალდამცველებს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა.
გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. კრიტიკულია ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა. მის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ. რაც შეეხება, თავდამსხმელს - სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე მან თავი მოიკლა.
თავდასხმის დეტალების შესახებ დაჭრილის მშობლები საუბრობენ. როგორც აღმოჩნდა, დაჭრილი სიკვდილს იმით გადაურჩა, რომ მანქანას ამოეფარა.
„ჩემი შვილი დაბლა მეგობრებთან ერთად იყო, დაემშვიდობა და ამოვიდა სახლში. ზუსტად ამ დროს ესროლეს ამ ორ ბიჭს მაღლიდან. ორი ბიჭი დაიღუპა. როცა ჩემმა შვილმა დაინახა, რომ ესროლა, ისევ დაბლა დაბრუნდა. დაბლა ჩასული მისახმარებლად რომ მივიდა, ამბობს მეც დამაყარაო. ჩემ ბექას ვინც მოსდევდა, ის მოკლა. ჩემი შვილი მანქანას ამოეფარა. ქალი, კაცი, ვისაც დაინახავდა, ყველას ესროდა“,- ამბობს დაჭრილი მოქალაქის დედა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა.