1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
განზარხ მკვლელობის ბრალდბით 34 წლის ბიზნესმენია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ნიკოლოზ სიბაშვილმა 31 წლის ირაკლი კობერიძე ავტომობილში 20 ტყვიით ჩაცხრილა.
ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებული გორში ავტოსამრეცხაოს ფლობს, მისი ბიზნესს კი ე.წ. კრიმინალური სამყარო არეკეტებდა და ფულს სისტემატურად სძალავდა.
საქმის გარჩევა კი გუშინ რკინიგზის დასახლებაში მკვლელობით და დაჭრით დასრულდა. ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება დაჭრილი ვანო ღვინიაშვილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მოკლული ირაკლი კობერიძის ცხედარი გორის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში უკვე გადაასვენეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მიმდინარეობს.