ზიმბაბვეში ათობით ბავშვი წითელას გამო კვდება, მშობლები აცხადებენ, რომ მიზეზი არა ინფექცია, არამედ ბოროტი სულებია - Anadolu

klinika

„ზიმბაბვეში წითელა არავაქცინირებულ ბავშვებს კლავს“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სააგენტო „ანადოლუ“, რომელშიც ბავშვების იმუნიზაციის პრობლემაზეა საუბარი.

სააგენტო, წერს სხვადასხვა ეკლესიის მრევლი ხალხმრავალ რიტუალებს არ ერიდება და ხშირად, მათში ბავშვებსაც რთავს. შედეგად, ინფექცია სულ უფრო ვრცელდება და მას არავაქცინირებული ბავშვები ეწირებიან.

„ბავშვები დაიღუპნენ, დიახ, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს წითელასთან. ისინი არიან ბოროტი სულები, რომლებიც თავს დაესხნენ ჩვენს შვილებს“, - განუცხადა „ანადოლუს“ ნელისივა მლამბომ, რვა შვილის დედამ და ბოჩას ეკლესიის მრევლმა.

ქალს თავად გარდაეცვალა შვილი, რომელსაც ჰქონდა სიმპტომები - სიცხე, ცხვირიდან გამონადენი, ხველა, წითელი და წყლიანი თვალები და პატარა ლაქები ლოყებზე. „მაშინაც კი, როცა ზოგიერთმა ადამიანმა ქალს უთხრა, რომ ეს წითელას ადრეული სიმპტომები იყო, ის ამტკიცებდა, რომ ბავშვს კუდიანი შეუჩნდა“, - წერს „ანადოლუ“.

საბოლოოდ, ბავშვის სიმპტომები გაუარესდა, გამონაყარი სხეულზე გავრცელდა, დაეწყო ძლიერი დიარეა და დეჰიდრატაცია. საბოლოოდ, გოგონა გარდაიცვალა.