ვინ არიან რაჭაში ავარიის დროს დაღუპული ძმები - „საშინელი ტრაგედია დატრიალდა“

ძმები

უბედურ შემთხვევას რაჭაში ძმების თორნიკე და ნიკა გაგნიძეების სიცოცხლე ემსხვერპლა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ავტომობილი ხევში გადავარდა.

ავტომანქანაში გარდაცვლილი ძმების ბიძაშვილიც იჯდა, რომელიც მძიმედ დაშავდა. ნიკა გაგნიძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

„გამორჩეულად კეთილი და ღიმილიანი ადამიანი. სიცოცხლით სავსე. რა დაუნდობელია ეს ცხოვრება, საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები გარდაიცვალნენ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ანსამბლ ძირიანს და სრულიად საქართველოს“,- წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ძმების მეგობრები.