გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
უბედურ შემთხვევას რაჭაში ორი ახალგაზრდა ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით მანქანა ხრამში გადავარდა. გარდაცვლილები თორნიკე და ნიკა გაგნიძეები არიან. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
გარდაცვლილი ნიკა გაგნიძე მომღერალი იყო. ტრაგედიას ანსამბლი "დიდგორი“ გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.
„დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ "ძირიანის“ წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ძირიანს, რაჭას და სრულიად საქართველოს“,- წერია სამძიმრის წერილში.