ვინ შეცვლის ლევან გოფოძეს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თანამდებობაზე

გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის პოზიციაზე, ლევან გოფოძეს ლიკა ჭუმბურიძე შეცვლის, რომელიც ბოკერიას კლინიკის ფინანსური დირექტორი გახლავთ.

ის დღეს, დილით უკვე მივიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და თანამშრომლებს შეხვდა. ლიკა ჭუმბურიძე "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც იგი კლინიკაში განახორციელებს, ჯერ საუბარი არ სურს. ცვლილებასთან დაკავშირებით ,,კურიერის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, თავად ლევან გოფოძეც ადასტურებს.

ლევან გოფოძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე  2018 წლიდან დღემდე იყო.