ლევან გოფოძე: ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა მაინც იზრდება - შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალია

კორონავირუსი

ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაინც იზრდება, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

„მატულობს იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, აქვთ თანმხლები დაავადებები. მათ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, იმიტომ რომ ზოგს სუნთქვის განსაკუთრებული რეჟიმი უნდა, ზოგს მაღალი ცხელება აქვს და ა.შ. ასე რომ, ჰოსპიტალური სექტორი მაინც იტვირთება. ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 297 პაციენტი“, - განაცხადა გოფოძემ.