1752783948
თურქეთი მედიკამენტებს აძვირებს

თურქეთი ადგილობრივი ბაზრისთვის მედიკამენტებს აძვირებს. ბრძანება ქვეყნის პრეზიდენტმა 7 ივლისს გამოსცა. ტარიფების ცვლილების აუცილებლობა თურქული ლირის გაუფასურებამ გამოიწვია.
ამ დრომდე, მოქმედებდა დოკუმენტი, რომელიც 2017 წელს იყო მიღებული. ახალი ბრძანება ითვალისწინებს ევროს ფიქსირებულ კურსს, რომლითაც ევროში შესყიდული მედიკამენტების ფასები დადგინდება.
დადგენილება, ასევე, განსაზღვრავს მოგების იმ მარჟებს, რომლებიც სააფთიაქო ქსელსა და მედიკამენტების მიმწოდებელს შეუძლია კონკრეტული ღირებულების წამლისთვის დააწესოს.
რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული წამლების ფასებზე და რამდენით გააძვირებს მათ, ამ ეტაპზე, უცნობია. ასევე, არ არის ცნობილი, რა გავლენა ექნება ერდოღანის ახალ საფასო პოლიტიკას საქართველოში თურქული ბაზრიდან იმპორტირებული მედიკამენტების ღირებულებაზე.
საქართველოს ბაზარზე თურქეთიდან იაფი მედიკამენტები 2022 წლის იანვრიდან შემოდის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაისის მონაცემებით თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების მეშვეობით მოქალაქეებმა, ჯამში, 43 მლნ ლარამდე დაზოგეს.