VIDEO: ბავშვები სახლში რომ არ არიან გამთენიისას, 4 საათზე, რანაირად ახერხებთ ძილს?! - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

ქურდობა

თბილისში, ბაგებში მაღაზია გაქურდეს. ქურდობის ამსახველ ვიდეოს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. (სტილი დაცულია):

„კითხვა მაქვს მშობლებთან 13, 14,15 წლის ნ*******ი ბავშვები სახლში რომ არ არიან 4 საათზე რანაირად ახერხებთ მშვიდად ყოფნას და ძილს ?! კითხვა არ გიჩნდებათ სად დაეთრევიან რას აკეთებენ ????! თუ თქვენც ამის მონაწილეები ხართ ?!!! მხარს უჭერთ ?

რატო არ მკაცრდება კანონი რატომ არ ლპებიან ესეთი ნ********* ციხეში ???? რატო არ მიცავს კანონი პატიოსან გადასახადების გადამხდელს ვინმემ ამიხსენით რა? რატო არ აგებს ამის მშობელი ამის გაზრდისთვის და გაჩენისთვის პასუხს ????? რატო არაა ფეხებით დასაკიდიიი ამ ასაკშივე რამდენი შემთხვევა უნდა მოხდეს?! რომ რაღაც გააკეთოთ?????!

თუ ვერ ისჯებიან არასრულწლოვნები, დაისაჯოს ყველას მშობელი და მათ აგონ პასუხი იქნებ მერე მაინც იყვნენ ფხიზლად აღზრდა გაზრდაში“,- წერს ტატო ნებიერიძე.

ვიდეოს ავრცელებს ასევე გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ შემდეგი წარწერით:

„ეს არის ორგანიზებული დანაშაული, 15 წამში კარებს ზოგი გასაღებით ვერ აღებს, ესენი კიდევ ისე შედიან არასრულწლოვნებზე კანონი არის გადასახედი, ზარალდება მოსახლეობა პასუხს არავინ აგებს“.