თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება, სკოლაში არ გაუშვათ - ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს - ინფექციონისტი

ომიკორნი და ბავშვები

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მშობლებს მოუწოდებს, თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება სახლში დატოვოს. ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს.

„თუ ბავშვს აღენიშნება გარკვეული სიმპტომატიკა - ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა, ასეთ დროს უნდა მოვარიდოთ სხვა ადამიანებს და სკოლაში არ გავუშვათ. ვიცით, რომ „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება, ამიტომ როდესაც ინფიცირებული ბავშვი საჯარო სივრცეში მოხვდება, შეიძლება მან მთელი კლასი დააინფიციროს.

ამიტომ როგორც მშობლებმა, ასევე ბავშვებმა და სკოლის პერსონალმა რეკომენდაციები უნდა დაიცვან“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.