პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მაიმუნის ვირუსმა“ ევროპის ქვეყნებამდე, კერძოდ კი გერმანიამდეც მიაღწია. ეს დაავადება აფრიკის გარეთ ძალზე იშვიათად გვხვდება. რამდენად საშიშია მაიმუნის ვირუსი და რა უნდა გავაკეთოთ მისი თავიდან ასაცილებლად - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Deutche Welle სტატიას ავრცელებს, სადაც სპეციალისტები მკითხველებს რეკომენდაციებს უზიარებენ.
„მაიმუნის ვირუსის შემთხვევა ბუნდესვერის მიუნხენის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტმა აღმოაჩინა. პაციენტს კანზე გამონაყარი აღენიშნებოდა, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს. მანამდე მაიმუნის ვირუსი {იგივე მაიმუნის ყვავილი ან მაიმუნის ჩუტყვავილა} შემთხვევები დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და ბელგიაში აღმოაჩინეს.
მანამდე ადამიანთა შორის მაიმუნის ვირუსი მხოლოდ აფრიკაში იყო ცნობილი, ვირუსის ბოლო ვარიანტი დასავლეთ აფრიკულად მიიჩნეოდა, რომელიც დაავადების უფრო მარტივ ფორმას იწვევს, ვიდრე ცენტრალურ აფრიკული ვარიანტი. რობერტ კოხის ინსტიტუტი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„მაიმუნის ვირუსი“- როგორია დაავადების სიმპტომები?
მაიმუნის ვირუსი ადამიანებში გამონაყარს იწვევს მუწუკებით და ბებერებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის სკდება და მათ ადგილას ფუფხები ჩნდება, ხანდახან ის ნაიარევად გადაიქცევა, რომლებიც კანზე სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება დარჩეს.
გამონაყარი დაავადების ფაზის მიხედვით სხვადასხვანაირად გამოიყურება და ის ჩუტყვავილას ან სიფილისის გამონაყარს ჰგავს. 3-4 კვირის შემდეგ დაავადება დასრულდება.
ლეტალური შედეგი ძალზე იშვიათია - ძირითადად პატარა ბავშვებში.
მაიმუნის ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 7-დან 21 დღემდე შეადგენს, მაგრამ სიმპტომები 10-14 დღის შემდეგ ჩნდება. კანზე გამონაყარის გარდა შეინიშნება თავის ტკივილი, ზურგის და კუნთების ტკივილი, სიცხე, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება.
როგორ დავიცვათ თავი მაიმუნის ვირუსისგან?
დაავადების წინააღმდეგ სპეციალური თერაპია და ვაქცინაცია არ არსებობს. ექიმების აზრით, ჩვეულებრივი ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა მაიმუნის ყვავილისგანაც იცავს. ეს ვირუსები განსხვავებულია, მაგრამ ის ვირუსის ერთ და იმავე სახეობას ეკუთვნის. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ვაქცინირებული ორგანიზმის იმუნური სისტემა ინფიცირების დროს ამოქმედდეს.
ნატურალური ინფექცია „ყვავილი“ მასშტაბური ვაქცინაციის შედეგად ჯერ კიდევ 1980 წელს გაქრა. ამას კი ის შედეგი მოჰყვა, რომ დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს „ყვავილის“ წინააღმდეგ აცრილი აღარ არის.
დაავადების გადაცემა
მაიმუნისგან ამ დაავადების ადამიანისთვის გადადებას ძალზე ახლო კონტაქტი სჭირდება. როგორც წესი, ინფიცირების ჯაჭვი რამდენიმე ადამიანის შემდეგ წყდება. ამჟამად მეცნიერები ცდილობენ, დაადგინონ ხდება თუ არა დაავადების გადაცემა კანის დაზიანებული ნაწილიდან, ან რაიმე სხვა ფორმით.
ევროპაში მაიმუნის ვირუსის აღმოჩენის შემდეგ ბრიტანელმა მეცნიერებმა ძალზე მარტივად დაადგინეს მისი წარმომავლობა. პაციენტმა ის, სავარაუდოდ, ნიგერიიდან ჩაიტანა.
ოთხი სხვა შემთხვევის წარმომავლობის დადგენა უფრო რთული აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ არცერთი ინფიცირებული არც აფრიკაში იმყოფებოდა, არც სხვა ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი. ახლა ჯანდაცვის ექსპერტები ამ დაავადებებს შორის დამაკავშირებელ ჯაჭვებს ეძებენ, რადგანაც მაიმუნის ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე მარტივად არ გადადის.
მაიმუნის ვირუსის გადაცემა ახლო კონტაქტის დროს
„მაიმუნის ყვავილის ინფექციის უდიდესი ნაწილი დაუდგინდა კაცებს, რომლებსაც სხვა კაცებთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ბრიტანელი მეცნიერები ჯერ ვერ ხედავენ იმის დადასტურებას, რომ მაიმუნის ყვავილი სქესობრივი გზით გადაეცემა. ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. აუცილებელია დამატებითი ეპიდემიოლოგიური ანალიზის ჩატარება“, - განაცხადა ლონდონის იმპერიის კოლეჯის ვირუსოლოგიის ლექტორმა მაიკლ სკინერმა.
ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორს ჯიმი უიტვორტს მიაჩნია, რომ ვირუსის გადაცემის ყველაზე სავარაუდო გზა - ახლო კონტაქტია.
„ვირუსი დაავადებულის კანთან ან საწოლის თეთრეულთან კონტაქტით გადადის, ასევე რამდენიმე პირის მიერ ერთი და იგივე ჭურჭლის გამოყენების შემთხვევაში. რაც შეეხება გენიტალიების ან ორალურ გამონაყოფს, მასში ვირუსის არსებობა ჯერ არ დადასტურებულა“, - ამბობს პროფესორი.
თუ გაქვთ სიმპტომები, ჩაიტარეთ გამოკვლევა!
რობერტ კოხის ინსტიტუტის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ კანზე ნებისმიერი გამონაყარის შემთხვევაში, რომელიც ჩუტყვავილას გამონაყარს ჰგავს, აუცილებელია კვლევის ჩატარება. კოხის უნივერსიტეტი ურჩევს კაცებს, რომლებსაც სხვა კაცებთან ინტიმური კავშირი ჰქონდათ, კანზე რაიმე სახის ცვლილების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.
„მოვუწოდებთ გეებს და ბისექსუალ კაცებს, რომ კანზე გამონაყარის ან რაიმე საეჭვო ცვლილების შემთხვევაში სქესობრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიმართონ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს უფროსმა სიუზან ჰოპკინსმა.
კლასიკური ზოონოზური ინფექცია
მაიმუნის ვირუსი პირველად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1970 წელს აღმოაჩინეს. დაავადების ცალკეული შემთხვევები ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირდა. საერთო ჯამში ჯანმო ეპიდემიოლოგიურ რისკს აფასებს, როგორც საკმაოდ დაბალს. მაიმუნის ვირუსის გამომწვევი პათოგენი, სავარაუდოდ, მღრღნელებში ცირკულირებს. მაიმუნები კი ე.წ. ცრუ პატრონებად ითვლებიან. მათი ორგანიზმი შეიძლება ამ დაავადებით დაინფიცირდეს, მაგრამ გავრცელება არ შეუძლია.
ვირუსი გადაცემა შეიძლება მოხდეს კბენის (მღრნელების, პრიმატების ცილით), ცხოველებთან კონტაქტის დროს (შინაურ ცხოველებთან), ცხოველის სისხლთან ან გამონაყოფთან კონტაქტის დროს, ინფიცირებული ცხოველის ხორცის ჭამის შემთხვევაში, ასევე, წვეთოვანი გზით. ეს არის კლასიკური ზოონოზი, რომელიც ცხოველებთან ახლო კონტაქტის ან საკვებში მათი ხორცის გამოყენებით გადაეცემა.