როგორია მაიმუნის ჩუტყვავილის სიმპტომები - სპეციალისტები ვირუსის სავარაუდო შემთხვევებს სხვადასხვა ქვეყანაში იკვლევენ

 ჩუტყვავილა

ჯანდაცვის ორგანოებისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში (აშშ, კანადა,  დიდ ბრიტანეთი) მაიმუნის ჩუტყვავილას სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ცნობით, აღნიშნული დაავადება ყველაზე მეტად გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის შორეულ ნაწილებში. დაავადების შემთხვევების რეგიონის გარეთ გავრცელება ხშირად დაკავშირებულია რეგიონში მოგზაურობასთან.

მაიმუნის ჩუტყვავილას ახალი შემთხვევები საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაშიც დაფიქსირდა, რასაც წინ უძღოდა აშშ-ში, ესპანეთსა და პორტუგალიაში შემთხვევების დადასტურება, ასევე კანადაში 13 საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა.

როგორია სიმპტომები?

საწყისი სიმპტომები მოიცავს ცხელებას, თავის ტკივილს, შეშუპებას, ზურგის ტკივილს, კუნთების ტკივილს და საერთო სისუსტეს.

ცხელების შემდეგ შესაძლოა, განვითარდეს გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე, შემდეგ გავრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, ყველაზე ხშირად ხელის გულებსა და ტერფებზე.

გამონაყარს ახასიათებს ქავილი. იგი სხვადასხვა ეტაპს გადის და საბოლოოდ ისეთ ფორმას იღებს, როგორც ქერცლი, რომელიც მოგვიანებით ცვივა. დაზიანებებმა შეიძლება დატოვოს ნაწიბურები.

ინფექცია ჩვეულებრივ ქრება თავისით და გრძელდება 14-დან 21 დღემდე.

მაიმუნის ჩუტყვავილა ვირუსების იმავე ოჯახის წევრია, როგორც ჩვეულებრივი ჩუტყვავილა, თუმცა ის ნაკლებად მძიმეა და ექსპერტები ამბობენ, რომ ინფექციის შანსები დაბალია.

ვირუსი ადვილად არ ვრცელდება ადამიანებს შორის და ფართო საზოგადოებისთვის რისკი ძალიან დაბალია.