კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა მძიმეა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ბესტაევი ქართულ-ჰოლანდიური კლინიკიდან კლინიკა „რედში“ გადაიყვანეს.
„გენადი ბესტაევი გადმოვიყვანეთ პალიატიურ კლინიკა „რედში“. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა შეფასებულია უმძიმესად. მისი ხარჯები 100%-ით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ღმერთმა დიდი ხანი აცოცხლოს გენადი, მაგრამ მისი ეს უმძიმესი მდგომარეობა და ნებისმიერი ნეგატიური შედეგი 100% საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობა არის და იქნება. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ადამიანის ურთულეს მდგომარეობას განიცდის და მადლობა მათ, ვინც მისი მკურნალობის 100%-იანი დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო“, - წერს ქაცარავა.