ლევან რატიანმა დედა გადამირჩინა - ნოდიკო ტატიშვილი

ნოდიკო

არ დავუშვებ, რომ ვირუსმა გაიმარჯვოს სიცოცხლეზე! – ეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის სიტყვებია, რომელიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის სადარაჯოზე დგას.

ლევან რატიანის უსაზღვრო ოპტიმიზმსა და შემართებას უამრავი ადამიანი დაუხსნია სიკვდილისგან, იმ მომენტშიც, როდესაც მდგომარეობა თითქმის უიმედოც კი იყო.

მადლიერი პაციენტები ლევან რატიანს მადლობას უხდიან.

მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი მის მიმართ უდიდეს მადლიერებას გამოთქვამს და ამბობს, რომ ლევანმა მას დედა გადაურჩინა.

„პირველ რიგში განსაკუთრებულად მიყვარს, იმიტომ, რომ დედა გადამირჩინა, რომელიც ძალიან ცუდად იყო კოვიდის დროს, ასევე უახლოესი მეგობარი გადამირჩინა.

პოსტკოვიდის პერიოდში, სიცხეები გამიგრძელდა, ძალიან ცუდად ვიყავი და მეც ფეხზე დამაყენა, გვერდში დამიდგა და მიმკურნალა. ეს ადამიანი ამ ყველაფერს აკეთებს ყოველგვარი ანგარების გარეშე, ის არის ეტალონი, თუ როგორი უნდა იყოს ექიმი. მე მინდა, რომ ჯანმრთელად იყო, გაუფრთხილდი შენ თავსაც, რადგან ყველას ძალიან გვჭირდები“,- განაცხადა მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა.