დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბოლო 2 წლის მანძილზე ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ, რომ კორონავირუსმა თქვენთან მოაღწია და სხვადასხვა მეთოდებით გიცდიათ ამის შემოწმება - დარწმუნებულხართ, რომ ყელი არ გტკივათ, კარგად სუნთქავთ და ა.შ. გადაცემა „ექიმების“ წამყვანები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ:
ლევან ქარაზანიშვილი: რა თქმა უნდა, მეც მქონია ასეთი მომენტი. ბოლო პერიოდში, ეს საერთო შეგრძნებებია.
თიკა ფაცაცია: პირველად კოვიდი რომ დამიდასტურდა, რომ გავიღვიძე, ჩივილები და სიმპტომები მქონდა, მას შემდეგ ყოველ დილას, სანამ თვალს გავახელ, ვამოწმებ ყელი ხომ არ მტკივა, სიცხე ხომ არ მაქვს...
ლევან რატიანი: ამ ორი წლის განმავლობაში არც ერთი წუთით არ მიფიქრია, რომ კოვიდი დამემართებოდა. ძალიან ბევრი ტესტი მაქვს გაკეთებული, ასეულობით და არც ერთხელ არ დამიდასტურდა. იმისდა მიუხედავად, რომ კოვიდ ინკუბატორში ვმუშაობ. ამ ფენომენს ფსიქოსომატური აშლილობა ჰქვია და ბევრს აწუხებს. პაციენტების 90%-ს კოვიდის არარეალური ჩივილები აქვს.