სითხე, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის - ლევან რატიანის რეკომენდაცია ვირუსისგან თავის დასაცავად

ratiani

ვირუსისგან თავის დაცვა, რომელიც უკვე 2 წელს ითვლის, ჯერ კიდევ მოსახლეობისთვის და ექიმებისთვის მთავარი საზრუნავია. ამჯერად „ომიკრონის“ გარშემოა მიმართული ყველას ყურადღება.

როცა ჯერ კიდევ "დელტა შტამი" პიკს აღწევდა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი მოსახლეობას სოდიანი წყლის გამოყენებას ურჩევდა.

“პირველ რიგში უნდა დავიტვირთოთ სითხით, რადგან ვირუსს ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა, შესაბამისად, სითხის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სითხის დეფიციტს. რომ არ წავიდეს პათოლოგიური პროცესი უნდა მივიღოთ ბევრი სითხე”, – განაცხადა მაშინ რატიანმა.

გარდა ბევრი სითხის მიღებისა, ლევან რატიანის თქმით, აუცილებელია პაციენტებმა ტუტე გარემოს შესაქმნელად ყოველ ორ საათში პირის ღრუში სოდიანი წყალი გამოივლონ. “როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის ტუტე გარემო, ამიტომ ვივლებთ ყოველ ორ საათში სოდიან წყალს”, – განაცხადა რატიანმა.

ამასთან, ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ პაციენტებისთვის გაზიანი მინერალური წყლის, მიღებაც სასარგებლოა.