1736884505
ხვალ ვივო მედიქალ ჯგუფსა და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციასთან ხელშეკრულება გაფორმდება
11 მაისს ,11:00 საათზე, სამედიცინო ცენტრში „ინოვა“, გაფორმდება ხელშეკრულება ვივო მედიქალ ჯგუფსა და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას Accreditation Canada (AC) შორის.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაცია Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებთან “სამედიცინო ცენტრი ინოვა”,ინოვა ინვიტრო “ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი”, “ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი” და "თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს.
ღონისძიებას დაესწრებიან Accreditation Canada (AC)საერთაშორისო ორგანიზაციის და ვივო მედიქალ ჯგუფის წარმომადგენლები.
მის : ზ.ანჯაფარიძის I შეს. #6 (ყოფილი სანდრო ეულის ქ.) სამედიცინო ცენტრი ინოვა
საკონტაქტო: ტატიანა გვენეტაძე 599 56 03 42