„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიოს ყველა ქვეყანა 14 ივნისს სისხლის დონორის მსოფლიო დღე დღეს აღნიშნავს.
ყოველწლიურად სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, პაციენტებს ეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში, გამოჯანმრთელებაში, რთული სამედიცინო პროცედურებისა და ქირურგიული ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში.
უსაფრთხო სისხლის საჭიროება უნივერსალურია, იგი ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც მკურნალობის, ასევე სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების (ინტერვენციების) დროს. უსაფრთხო სისხლი არა მარტო ეხმარება პაციენტებს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ მაღალი ხარისხით უხანგრძლივებს სიცოცხლეს
14 ივნისს, ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკები შეუერთდნენ სისხლის დონორის მსოფლიო დღეს და გაიღეს სისხლი მათთვის ვისაც ის სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ.
მსოფლიო აქციაში „გაეცი სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ თბილისის ცენტრალური საავადმყოფო,ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, ჟორდანიას კლინიკა და ვივო მედიქალ ჯგუფის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
ვივო მედიქალ ჯგუფი მადლობას უხდის ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს.
გაეცი სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე!