კანის კიბოს წინააღმდეგ წარმოებულმა სატესტო ვაქცინამ მელანომას წინააღმდეგ იმუშავა

მოდერნა

„მოდერნას“ მიერ კიბოს წინააღმდეგ წარმოებულმა MRNA სატესტო ვაქცინამ მელანომას წინააღმდეგ იმუშავა. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ MRNA ტექნოლოგია Covid-19 ვაქცინის შექმნისასაც გამოიყენა, რომელმაც წარმატებით იმუშავა და ამ ვაქცინით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი აიცრა.

როგორც ვაქცინის შემქმნელები განმარტავენ, MRNA ტექნოლოგია ორგანიზმის უჯრედებს ასწავლის, როგორ შექმნას ცილები, რომელიც წაახალისებს იმუნურ პასუხს. მოდერნას შეფასებით, ექსპერიმენტული ვაქცინის შედეგები კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. კერძოდ, კვლევის შუალედური შედეგებით, მათი ვაქცინა 44%-ით ამცირებს ყველაზე მომაკვდინებელი კანის კიბოს რეციდივის განვითარებას. მიმდინარე კვლევაში 157 პაციენტია ჩართული, რომელთაც მელანომის III/IV სტადია აქვთ.

„ვაქცინის შესაქმნელად, მეცნიერებმა ნიმუში პაციენტის სიმსივნური და ჯანმრთელი უჯრედებიდან აიღეს. ნიმუშების გაანალიზების შემდეგ, გაშიფრეს მათი გენეტიკური პროფილი და გამოჰყვეს მუტირებული ცილა, რომელიც მხოლოდ კიბოსთანაა ასოცირებული. აღნიშნული პროცედურების შემდეგ კი ეს ინფორმაცია პერსონალიზებული ვაქცინის შესაქმნელად გმაოიყენეს“,  - ნათქვამია ვაქცინის შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.