პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში, ქვეყანაში ახლა მოცირკულირე ვირუსების შესახებ წერს და მკურნალობის მეთოდებზე, გარკვეულ რეკომენდაციებს აქვეყნებს.
მისივე თქმით, გრიპის დროს ანტიბიოტიკები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა დავიწყოთ.
,,მეხსიერებამ ამოაგდო კოვიდ- 19-ის დასაწყისში, 2020წლის მარტი - მაისში ჩემი და კლინიკის სხვა ექიმების მიერ მიცემული განმარტებები ახალ, მაშინ შეუცნობ ვირუსთან დაკავშირებით.
ჩვენი გამოცდილი ინფექციონისტების მოსაზრებათა საფუძველზე, მაშინ ხაზს ვუსვამდით ორ გარემოებას:
1. გარკვეული დროის შემდეგ, როცა კოვიდ-19 "მოივლიდა" კაცობრიობას და მასობრივი იმუნიტეტის ფაზა დადგებოდა, კოვიდ 19 გადაიქცეოდა "ჩვეულებრივ", ბუნებაში მუდმივად მოცირკულირე ვირუსად, ან გაქრებოდა დიდი ხნით.
2. გრიპის ვირუსები, განსაკუთრებით ე.წ. შიფტიანი გრიპის ვირუსები თავისი ვირულენტულობით, მომაკვდინებლობით, არც კოვიდ- პანდემიის დროს და არც მერე არაფრით არ არიან კოვიდზე ნაკლები- პირიქით, ზოგი ტალღის დროს ბევრად საშიშიცაა ადამიანისთვის (თუნდაც, ე.წ. "ესპანური გრიპი" გავიხსენოთ).
პანდემიიდან ორი წლის თავზე პირველი პუნქტი შესრულდა - კოვიდი ჩვეულებრივ ვირუსულ დაავადებად გადაიქცა და ახლა დადგა გრიპების პერიოდი... სწორედ ასე გავრცელებული გრიპებით შეწუხებული ადამიანების ხშირმა კითხვებმა განაპირობა ჩემი სტატუსი.
ბევრგან წავიკითხე: "ამ გრიპმა რომ დამაგდო, იმის მეათედი არ უქნია კოვიდს!"... ახლა ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს ვირუსების 7-8 ტიპი. მათ შორის გრიპის ვირუსები A/H1და A/H3 გასათვალისწინებელია, რომ ჯერ არ წამოსულა სეზონური B გრიპი, რომლის გამოჩენა წელს მაღალი ალბათობით მოსალოდნელია (თუმცა, არის გარკვეული შანსი, რომ წელსაც არც გამოჩნდეს).
რაც შეეხება გრიპის პროფილაქტიკას - ისეთივეა, როგორც ყველა ვირუსის, მათ შორის კოვიდ 19-ის შემთხვევაში. ინდივიდუალურ დაცვით საშუალებებთან ერთად, რა თქმა უნდა, აცრაც. ჯერ კიდევ არაა გვიან და ოთხკომპონენტიანში შედის B- გრიპის წინააღმდეგ დაცვაც.
მკურნალობა ისეთივე - როგორც სულ იყო და ყველგან შეგიძლიათ ნახოთ. ერთადერთს გეტყვით მხოლოდ: პირველივე დღეებში, თუ არ გაგრძელდა გრიპი, ნუ დაიწყებთ ანტიბიოტიკებით!! აზრი არა აქვს. ანტიბიოტიკები დაიწყეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით - ისიც, როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, აჯობებს დაეკითხოთ მხოლოდ ინფექციონისტებს...", - წერს დავით გადელია.