პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბოლო პერიოდში, კორონავირუსის გარდა, საქართველოში სხვა რესპირაციული ვირუსების შემთხვევები ფიქსირდება. არსებული ვითარება აჩვენებს, რომ ამჟამად ქვეყანაში ვირუსით უფრო ბავშვები ინფიცირდებიან. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე "პრაიმტაიმთან" აცხადებს, ამჟამად აღნიშნული ფაქტი ნამდვილად ფიქსირდება, თუმცა ქვეყანაში პანდემიური სახის ახალი ვირუსი არ არსებობს
„ქვეყანაში ახალი ვირუსი, ჯერჯერობით, გავრცელებული არ არის. კოვიდი ისევ არის, თუმცა რაოდენობრივად ჭარბობს სხვა რესპირატორული ვირუსები და პლუს გრიპი. ახლა ბავშვების მომართვიანობა მეტია, მაგრამ რასაც ჰქვია პანდემიური ახალი ვირუსი, ქვეყანაში არ არსებობს.
წინ წლებში არ იყო მასიურად გავრცელებული რესპირაციული ვირუსები, რადგან კოვიდის დროს ვიცავდით თავს, ახლა ასე აღარ ხდება და ადამიანებში რესპირატორული ვირუსები უფრო მეტად გავრცელებულია. ამ პირობებში, პირველ რიგში, აუცილებლად ყველამ ჰიგიენაზე იზრუნოს, საუბარია ხელების დაბანაზე, პირბადის ტარებაზე, კარგ კვებაზე და ა.შ“,- განაცხადა ენდელაძემ.
ენდელაძეს ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსის შესახებაც ვკითხეთ, რომელიც ბავშვებში ვრცელდება, როგორც მან გვითხრა, აღნიშნული ვირუსი საყურადღებოა, რადგან მისმა მიმდინარეობამ გამწვავება არ გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ H3N2 ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსის გარდა, ქვეყნის შიგნით ცირკულირებს H1N1 - ე.წ. ღორის და მცირე რაოდენობით სეზონური გრიპი. სპეციალისტები პიკს დეკემბრის ბოლოს-იანვრის დასაწყისში ელოდებიან.