1732386875
რა სიმპტომებით მიმდინარეობს ვირუსი ბავშვებში - ინფექციონისტი მშობლებს აფრთხილებს
რესპირატორული ინფექციები რა თქმა უნდა საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებში და ასევე ადამიანებში, ვისაც აქვთ ქრონიკული და ფონური დაავადებები, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„სიმპტომები სხვადასხვაა, ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია მაღალი ტემპერატურა 39/40 გრადუსი, რომელიც შეიძლება 5 და მეტი დღე გაგრძელდეს. ამას თან ერთვის ძლიერი სისუსტე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გართულებების პრევენცია მოვახდინოთ“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
ექიმების ცნობით საქართველოში რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს მათ შორის რინო, ადენო და რესპირაციული ვირუსები. ექიმები პიკურ პერიოდს დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.