1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, სასწავლო დაწესებულების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა,
„თუ ადრე ვამბობდით, რომ, სასურველია, 60-80% იყოს ორჯერ აცრილი, დღეს, „ომიკრონთან“ მიმართებით, ეს თამასა უფრო მაღლაა აწეული - მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სკოლებთან მიმართებით, ნაკლები რისკი გვექნება. ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა. ჩემი რეკომენდაციაა, რომ იყოს ინდივიდუალური მიდგომა. იმ უნივერსიტეტებს, სადაც სტუდენტების დიდი ნაწილი, 80-90% აცრილია, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, პირისპირ სწავლებაზე მეტი აქცენტი გააკეთონ“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.