„ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია - აკაკი ზოიძე

ზოიძე

"რა თქმა უნდა, პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, რადგან ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა იქნება მაღალი, ყოველ შემთხვევაში პიკურ პერიოდში", - ამის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და ზაფხულში მძიმე პანდემიური მოლოდინებისგან გავთავისუფლდებით".

„თუმცა იქამდე უნდა მივიდეთ და ეს 2 თვე კრიტიკული იქნება. დამაიდებელი ის არის, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“, „წითელას“ დონის ინფექციურობა ახასიათებს. 3-დან 5-მდე მერყეობს რეპროდუქციის ინდექსი, ყოველ 3 დღეში შემთხვევები ორმაგდება“, - განაცხადა ზოიძემ.