შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1727982002
მთავარი არის ის, რომ თუ ადამიანი არის ავად, ბავშვი იქნება ეს, მასწავლებელი თუ თანამშრომელი სასწავლო გარემოში, ის არ უნდა მივიდეს სკოლაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ შემთხვევებიც იმატებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონის“ ცირკულაცია იწყება. სკოლებისთვის მთავარია ყველა იმ რეგულაციის ზედმიწევნით დაცვა რომელიც მათ დანერგეს. მთავარი არის ის, რომ თუ ადამიანი არის ავად, ბავშვი იქნება ეს, მასწავლებელი თუ თანამშრომელი სასწავლო გარემოში, ის არ უნდა მივიდეს სკოლაში. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა ტესტირების პროგრამაც აქტიურად გაგრძელდება. სკოლებში სკოლის ექიმები ჩაერთვებიან ტესტირების პროცესში და ესეც მისცემს მათ იმის საშუალებას, რომ სწრაფად მოახდინონ დიაგნოსტირება თუკი ასეთი რისკები იქნება“, - განაცხადა გაბუნიამ.