ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს პირადად გააცნო, რა ტიპის სამუშაოებს აწარმოებენ ამ დროისთვის ლაბორატორიაში.
„საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მთავარი ღერძი სწორედ ამ ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრზე გადის. ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ინსტიტუტებთან - ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ვოლტერიდის ინსტიტუტთან გახლავთ იმის საწინდარი, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. გასულ კვირას, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასწარი განზრახვით ჰქონდა გამოსვლა, სადაც განმეორდა იგივე ნარატივი, რომელიც ხშირად გვესმის ლუგარის ცენტრთან მიმართებით. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ თქვენი [ჟურნალისტების] ტური თქვენთვის სასარგებლო იყო. თქვენი თვალით, კიდევ ერთხელ ნახეთ, რომ იქ განსაკუთრებული არაფერი არ არის, გარდა მაღალი დონის სამედიცინო კვლევებისა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძესთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდა ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორიც.
დღევანდელი ღონისძიება საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30-წლიან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარდა მისი ნაწილია ჯანმრთელობის საკითხებზე თანამშრომლობა.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა: „ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს“.