„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
განაში მარბურგის ვირუსით ორი ადამიანი დაინფიცირდა და გარდაიცვალა. ეს ინფექცია ვირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც ებოლას იწვევს. ორივე ინფიცირებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
დასავლეთ აფრიკის ჯანდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, 98 ადამიანი ახლა კარანტინში იმყოფება.
ამ ეტაპზე ვირუსის სამკურნალო საშუალება არ არსებობს, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, ბევრი წყალი და გარკვეულ სიმპტომებზე მკურნალობა გადარჩენის შანსებს ზრდის.
მარბურგის ვირუსი და მისი სიმპტომები
მარბურგის ვირუსი არის მძიმე, მომაკვდინებელი ინფექცია, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, ცხელება, კუნთების ტკივილი, სისხლიანი ღებინება და სისხლდენა.
ვირუსი ადამიანს შეიძლება გადაედოს მღრღნელისგან ან ხილის ღამურისგან. ასევე ვირუსი ვრცელდება თავად ადამიანებს შორისაც სითხის გადაცემის გზით, ასევე ზედაპირთან და მასალებთან პირდაპირი კონტაქტის დროს.