საქსტატი: ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0 პროცენტით გაიზარდა

ეკონომიკა

სტატისტიკოს ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში.