VIDEO: უცნობი კადრები ზურაბ ჟვანიას ცხოვრებიდან - „თუშეთში სახლი უნდა აეშენებინა, თუმცა არ დასცალდა“

ზურაბ ჟვანია

სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას აქამდე უცნობი ვიდეო გავრცელდა. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ კადრები თუშეთში, სოფელ ომალოში 18 წლის წინ არის გადაღებული.

პოეტი გიორგი რამაზაშვილი, გვიყვება, რომ  ზურაბ ჟვანია თუშეთს ხშირად სტუმრობდა და ამ კუთხის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა.

„ზურაბ ჟვანია იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, მას ძალიან უყვარდა ქართველი ხალხი და განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა თუშების მიმართ, ის ფაქტორიც იყო, რომ მისი მეუღლე ნინო ქადაგიძე იყო თუში, ზემო ალვანიდან.

იყო ასეთი შემთხვევა, რომ ზურაბ ჟვანიას ბაკურიძეებმა თუშეთში მისცეს სამოსახლო, სადაც სახლი უნდა ააშენებინა, თუმცა არ დასცალდა.

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სოფელ ომალოშია გადაღებული. იგი ამ დღეს მეგობარ პოლიტიკოსებთან ერთად, ესმა აქიმიძის ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად. იგი თუშების ბერმუხაა. მე იმ სუფრაზე არ ვყოფილვარ, თუმცა ჩვენ ყოველ ჯერზე გვიხაროდა ბატონი ზურას სტუმრობა, იმდენად დიდ სიყვარულს ვგრძნობდით მისგან. ჩვენთვის ყოველთვის დიდი ზეიმი იყო ხოლმე მისი მობრძნება.

ზურაბ ჟვანია აქ ხშირად ამოდიოდა, დადიოდა სოფელ-სოფელ, მას მთელი თუშეთი შემოვლილი ჰქონდა. მოსახლეობას ხვდებოდა, იზიარებდა მათ ჭირსა თუ ლხინს“, – გვიყვება გიორგი რამაზაშვილი.

 

ასევე ნახეთ:

რატომ ცხელა წელს მსოფლიოში ასე ძალიან - მეცნიერების პასუხი

"პატარას ყელზე თეთრი ლენტი ჰქონდა შემოხვეული..." - ყველაზე დაუჯერებელი და სასტიკი მკვლელობის საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა

„ახალგაზრდა ბიჭებზე სექსუალურად ძალადობდა“ - ბრუკლინელი ვამპირის შემზარავი აღიარება, რომელიც ადვოკატმა არ გაასაჯაროვა

„გთხოვთ, თქვენი ახლობლებიც გააფრთხილეთ...“ - ქეთი ვაწაძის საგანგაშო მიმართვა