როგორ მივხვდეთ, რომ ბინაში გაზი გროვდება - ეს უნდა იცოდეთ
1795202155
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის საზღვრები ჩაკეტოს. მისი განცხადებით, ევროკავშირს არ შეუძლია, სათანადოდ შეამოწმოს ასიათასობით რუსი ტურისტი, რომლებიც გაერთიანების ტერიტორიაზე კვლავ შედიან.
„ახლა ევროკავშირში ამდენი ადამიანის შეშვება ძალიან სახიფათოა. რუსეთს არ უნდა დავუთმოთ და სისუსტე არ უნდა გამოვავლინოთ. ამდენი ადამიანის შემოწმება არავის შეუძლია“, – განაცხადა კულბერგსმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ასევე გამორიცხა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც.
„ზოგიერთს მიაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობებს დავუბრუნდებით.,ეს შეუძლებელია. ეს ახალი ეპოქაა“, – თქვა კულბერგსმა.
მისი განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმები ძლიერდება. ლატვიის მთავრობის მეთაურმა მომდევნო თვეებს „სიმართლის ზამთარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებასაც ცდილობს.
ცნობისთვის, ლატვია იმ 11 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ივნისში ევროკომისიას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდეს.
ამასთან, ესტონეთის მთავრობამ 20 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, უსაფრთხოების მოსაზრებებით, პირველი დეკემბრიდან რუსეთთან საავტომობილო სასაზღვრო გადასასვლელები, სულ მცირე, ექვსი თვით დახუროს.