„გთხოვთ, თქვენი ახლობლებიც გააფრთხილეთ...“ - ქეთი ვაწაძის საგანგაშო მიმართვა

ქეთი ვაწაძე

ასტროლოგი, ქეთი ვაწაძე წერს, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ ბავშვებს, სანამ ლილიტი ლომის ზოდიაქოს ნიშანს არ დატოვებს:

„ჩემო მეგობრებო, ადრეც დავწერე ეს გაფრთხილება და ახლაც მინდა შეგახსენოთ, –  მაქსიმალური ყურადღება ბავშვებს! მუდმივი მეთვალყურეობა… სულ თვალთახედვის არეში უნდა გყავდეთ, მით უფრო უახლოესი თვეების განმავლობაში, სანამ ლილიტი ლომს არ დატოვებს (ლომი, ამ შემთხვევაში ბავშვებია).

უბედური შემთხვევებისგან არასდროს ვართ დაცულნი, მაგრამ წელს, ეს ბავშვების თემა ძალიან გააქტიურდა ნეგატიური კუთხით, რასაც ეს ლილიტის ტრანზიტი ლომში უწყობს ხელს. თქვენც ხედავთ ყოველდღიურად რაც ხდება.

თქვენი ახლობლებიც გააფრთხილეთ... ეს არ არის პანიკის საფუძველი, თუმცა ყურადღება ყველას გვმართებს.

ბედნიერ, მზიან დღეებს გისურვებთ…“,- წერს ასტროლოგი. 

ასევე ნახეთ:

„ფულს მაგნიტივით იზიდავენ“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიბერეში სიღარიბე არ ემუქრებათ

VIDEO: „რაც მამაა, ის შვილიო“ - შვილთან ერთად ამღერებული ლევან სუხიტაშვილის ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა

VIDEO: სეტყვის შოკისმომგვრელი კადრები, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი - სტიქია იტალიაში

„ამას ვერასდროს შევძლებ...“ - რას წერს მარიკუნა მიქატაძის შვილი