პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
1934 წლის ნოემბერში, გრეის ბადის გაუჩინარებიდან ექვსი წელი გადიოდა, როდესაც დედამისმა, გრეის ფლაგან ბადმა ანონიმური წერილი მიიღო. ალბერტ ფიში დეტალურად უყვებოდა ქალს, როგორ მოკლა და შეჭამა მისი პატარა. წერილში ფიში , ასევე, უხსნიდა, რომ ადამიანის ხორცი მეგობარმა გაასინჯა ჩინეთში ყოფნის დროს. ქალმა პოლიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დამნაშავის ცხოვრებაც ისეთი შემზარავი იყო, როგორც გრეის ბადის მკვლელობის მძიმე დეტალები.
ალბერტ ფიში 1870 წელს, ვაშინგტონში დაიბადა. ოჯახის წევრების მსგავსად, მასაც ბავშვობიდანვე ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. დედამისს ჰალუცინაციები აწუხებდა, მისი ძმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, ხოლო ბიძამისს მანია აწუხებდა.
ალბერტი ხუთი წლის იყო, როდესაც მამამისი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედას შვილების მოვლა აღარ შეეძლო, რის გამოც ისინი რამდენიმე წლით ობოლ ბავშვთა სახლს მიაბარა. ბავშვთა სახლის ბენეფიციარები მასწავლებლების მხრიდან ხშირად განიცდიდნენ ძალადობას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ალბერტს ძალადობის პროცესი ძალიან სიამოვნებდა.
1882 წელს, ფიშმა ურთიერთობა დაიწყო ბიჭთან, რომელმაც ალბერტს უროლანიისა და კოპროფაგიის პრაქტიკა გააცნო, რაც ადამიანის შარდისა და ფეკალიის ჭამას გულისხმობდა. საბოლოოდ, სადომაზოხისტურმა მიდრეკილებებმა ალბერტი თვითდაზიანებამდე მიიყვანა და მან საზარდულსა და მუცელში ნემსების შერჭობა დაიწყო. განაგრძეთ კითხვა
ასევე ნახეთ:
⇒ "კანალიზაციის მილებიდან ბავშვის ღვიძლი, ფილტვები, თირკმელები და გული ამოიღეს" - იოახიმ კროლის საქმე