ლანკასტერი

VIDEO: ტიმოთი ლანკასტერის შოკის მომგვრელი ამბავი - პილოტი, რომელიც 7 კმ სიმაღლეზე ფანჯრიდან გაფრინდა და გადარჩა


1990 წელს მომხდარი უბედური შემთხვევა, როგორც ჩანს, ყველას მიავიწყდა, მაგრამ ამბავი უცხოურ სოციალურ მედიაში, ბოლო დროს კვლავ ვირუსული გახდა.
ის ფაქტი, რომ ტიმ ლანკასტერი გადარჩა, დაუჯერებლად გამოიყურება. 1990 წლის ივნისში British Airways-ის თვითმფრინავი გეგმურ ფრენას ახორციელებდა ბირმინგემიდან მალაგაში, ესპანეთი. როდესაც ხომალდი ოქსფორდშირზე გადაფრინდა, კაბინაში ექვსი სარკმლიდან ორი მოულოდნელად აცახცახდა და ერთი მათგანი ხმაურით გაფრინდა. ლანკასტერი, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს იჯდა, წნევის ძალამ ფანჯარაში გაიწოვა, თუმცა, ბოლო მომენტში ბორტ გამცილებელმა, ნაიჯელ ოგდენიმ მოახერხა კაპიტნის ფეხებით დაჭერა, რომელიც თითქმის მთლიანად გაუჩინარებული იყო ფანჯრიდან და შესაძლოა, ოგდენიც მალევე გაეწოვა.

წნევის ძალა წარმოუდგენლად დიდი იყო. ეკიპაჟის მეორე წევრი, სახელად ჯონ ჰევარდი კაბინაში შეიჭრა და სტიუარდს ქამარში ჩაეჭიდა, თავად კი პილოტის ადგილზე დაჯდა და ღვედით დაიმაგრა თავი.

მდგომარეობა კატასტროფული იყო. ტიმოთი ლანკასტერი ჰაერში ეკიდა, მიწიდან 7 000 მეტრის სიმაღლეზე და წარუმატებლად ცდილობდა, თვითმფრინავის ჩარჩოზე ჩაბღაუჭებას. პერანგი შემოეხა, სხეული კი არაბუნებრივ მდგომარეობაში ჰქონდდა. თვითმხილველების თქმით, ლანკასტერი „თვითმფრინავის ცხვირზე იყო მიჭედილი და ის ძლივს მოძრაობდა“. „სახეს მინაზე ურტყამდა, ცხვირიდან და თავიდან სისხლი მოსდიოდა, ხელები უკანკალებდა...  ყველაზე ცუდი ის იყო, რომ თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი. მე ამას ვერ დავივიწყებ სიცოცხლის ბოლომდე“, - ასე აღწერა სიტუაცუა ნაიჯელ ოგდენმა.


გარდა ამისა, კაპიტანმა ფეხით გამორთო ავტოპილოტი და ახლა თავად თვითმფრინავი თითქმის 650 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავდა ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საჰაერო მარშრუტზე. კონტროლი აიღო მეორე პილოტმა - ალისტერ აჩინსონმა, რომელიც შეუჩერებლად გზავნიდა დედამიწაზე უბედურების სიგნალს. რაღაც სასწაულით, მან მოახერხა კონტროლის აღდგენა და ხომალდი გაათანაბრა, შემდეგ კი უახლოეს აეროპორტში დაეშვა, სადაც სასწრაფო დახმარების სამსახურები უკვე ელოდნენ.

იმის მიუხედავად, რომ ტიმოთი ლანკასტერმა 20 წუთზე მეტი გაატარა ხომალდის გარეთ და დაფრენაც კი გადაიტანა, ის გადარჩა. ბრიტანელმა რამდენიმე მოტეხილობა და მოყინვა მიიღო, მაგრამ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი სერიოზული დაზიანებეი არ მიუღია.

2005 წელს National Geographic Channel-მა უბედური შემთხვევის რეკონსტრუქცია მოახდინა და  ჩართო თავის დოკუმენტურ შოუში Air Crash Investigation. მეორე სეზონის პირველ ეპიზოდში გამოვიდა და "Overboard" ერქვა.

იხილეთ National Geographic Channel-ის მიერ მომზადებული, რეკონსტრუირებული კადრები, სადაც როლებში მსახიობები არიან, თუმცა ზუსტად ასახავს თვითმფრინავში არსებულ სიტუაციას.

მთავარი სიახლეები