VIDEO: „დედაჩემი მეუბნებოდა, რომ თუ ამას გავაკეთებდი, ოჯახს შევარცხვენდი და ჩემზე უარს იტყოდნენ...“ - წყვილის ისტორია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა

სიყვარული

ამბობენ - თუ ადამიანი შენთვისაა შექმნილი, ცხოვრება მას ერთ დღეს კვლავ შეგახვედრებსო. ამ სიტყვების ღრმად  სჯეროდა ჩიკაგოში მცხოვრებ ჯეანი გუსტავსონსონსაც.
 
მისი ისტორია ცუდ ზღაპარს ჰგავდა.  უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ჯეანი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს, სტივ ვათსს შეხვდა. თუმცა, სტივი  წარმოშობით აფროამერიკელი იყო - განსხვავებული  კანის ფერის  გამო კი  ჯეანის ოჯახი მათი ერთად ყოფნის სასტიკი წინააღმდეგი იყო.

„დედაჩემი მეუბნებოდა, რომ თუ ამას გავაკეთებდი, ოჯახს შევარცხვენდი და ჩემზე უარს იტყოდნენ... 69 წელი  სტივზე ფიქრი თავიდან არ მომშორებია. დროის მანქანა რომ მქონდეს, იმ დროში დავბრუნდებოდი და მას ცოლად გავყვებოდი.  ნახეთ ამ ფოტოზე  მე და სტივი ვართ,  გავიცანი თუ არა მივხვდი, რომ ის საუკეთესო მეუღლე იქნებოდა..“ ,- ამბობს ჯეანი.