პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფუსტობა ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინ არსებობდა, შუა მდინარულ და ხეთურ სამყაროში, ოღონდ მაშინ ფუსტელები წარმართულ რელიგიას მსახურებდნენ. როგორც კი ქრისტიანული სარწმუნოება დამკვიდრდა, მათ ქრისტიანული ტაძრების დაცვა დაიწყეს.
ფუსტი სვანურად უფალს ნიშნავს, ფუსტელი კი არის ადამიანი, რომელიც სიწმინდეებისა და ეკლესიების მფარველი, პატრონი და დამცველია. საქართველოს უამრავი მტერი ჰყავდა და ყოველი მათგანი პირველ რიგში ეკლესიისა და ხატების განადგურებას ცდილობდა. როგორც კი საქართველოს ამა თუ იმ კუთხეს აოხრების საშიშროება დაემუქრებოდა, ფუსტელების მიერ ხდებოდა იმ ადგილიდან სიწმინდეების წაღება და შედარებით დაცულ ადგილზე გადატანა.
ერთ-ერთი ასეთი ადგილი გახლდათ სვანეთი, რადგან ის მტრისთვის ძნელად ხელმისაწვდომი იყო. რაჭაში გახლავთ სოფელი ფუტიეთი. ეს სოფელი ასრულებდა ფორპოსტის (შემნახველის) ფუნქციას, საუკუნეების განმავლობაში. ეს გახლავთ საეკლესიო სოფელი, საკათალიკოსო ღირსებით. იქ გახლავთ სამონასტრო კომპლექსი, მას დღემდე სვანურ ეკლესიას ეძახიან. ამ კომპლექსში გაერთიანებულია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და რამდენიმე ციხე სიმაგრე. როდესაც ფუსტელებს სიწმინდეები გადაჰქონდათ, სწორედ სოფელ ფუტიეთში ისვენებდნენ და მათაც სწორედ სვანურ ტაძარში ასვენებდნენ. იქვე იყო წყარო, სადაც ხდებოდა ამ სიწმინდეების გავლება. ფაქტობრივად, ეს ნაკურთხი წყარო გახლავთ, რადგან მასში უამრავი სიწმინდეა გავლებული და ამ წყალს მაკურნებელი თვისებებიც აქვს.
ცნობილი ფაქტია, რომ სვეტიცხოვლის სიწმინდეების საცავი იყო სოფელი ეცერი, რომელიც სვანეთში მდებარეობს. მშვიდობიანობის ჟამს სიწმინდეები თავდაპირველ სამყოფელს ხშირ შემთხვევაში ალბათ არ უბრუნდებოდა, რადგან სხვადასხვა მტრის ბატონობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ამის გამო სიწმინდეები დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა სვანეთში. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ამ კუთხეში აურაცხელი სიმდიდრე იყო თავმოყრილი.
გზა, რომელზედაც ამ სიწმინდეებს გაატარებდნენ ხოლმე, გახლავთ საჩხერე-მესტიის გზა, რომელიც დღესდღეობით არ ფუნქციონირებს. წარმოიდგინეთ ის მადლი, რომელიც ამ გზას აქვს. ადიშის ოთხთავი, რომელიც შატბერდში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია) გახლავთ გადაწერილი, ამ გზაზეა გამოტარებული. ასევე „კორიდეთის ოთხთავი“, რომელიც თურქეთში ჭოროხის ხეობაში პეტრიწის მონასტერში გახლდათ, სწორედ ამ გზაზეა გამოტარებული და მიტანილია სვანეთში.
ეს ამბები მე-13 საუკუნეში ხდებოდა და თითქმის წარმოუდგენელია, რომ იმ დროში ფუსტელებმა შეძლეს თურქეთიდან სიწმინდეების გამოტანა და გადარჩენა. სვანებს, როგორც ფუსტის რაინდებს, საეკლესიო სიწმინდეების დაცვის ფუნქცია ჰქონდათ. ამ ფუნქციაში შედიოდა არა მარტო დაცვა, არამედ ეკლესიაში წესრიგის დამყარებაც.
საჩხერე-მესტიის გზა დაკეტილი იყო თითქმის 200 წლის განმავლობაში. 1819-1820 წლის საეკლესიო აჯანყების შემდეგ. ალბათ მოგეხსენებათ, რას მოჰყვა საეკლესიო აჯანყება. როგორც კი რუსები საქართველოში შემოვიდნენ, გააუქმეს ავტოკეფალია და დაიწყეს საეკლესიო სიმდიდრის, ხატების, ჯვრების გატანა საქართველოდან. სიწმინდეების გადასარჩენად ამოქმედდა საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული მექანიზმი და ფუსტელებმა სწორედ ამ გზით დაიწყეს სიწმინდეების ევაკუაცია. სვანეთისკენ მიმავალ ფუსტის რაინდებს აედევნა რუსის ჯარი. პირველი შეტაკება მათ შორის მოხდა გურიაში, სოფელ შემოქმედში. მეორე - იმერეთში, სოფელ საზანოში, სადაც 400 ფუსტელი დაიღუპა. შემდეგ მათ გააგრძელეს გზა და რაჭაში, სოფელ ფუტიეთში მოხდა კიდევ ერთი შეტაკება. განაგრძეთ კითხვა
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944