ბაიკერები „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ

ბაიკერები „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ

ბაიკერებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მსვლელობა ზაჰესიდან დაიწყეს. მსვლელობა თბილისის ქუჩებში გაგრძელდება.

„შევიკრიბეთ რაიდერები, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან ადვილია. შევიკრიბეთ, რომ მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“ და დღეს გვექნება მსვლელობა. ვიმოძრავებთ მთელი ქალაქის მასშტაბით და გავაგებინებთ ადამიანებს ჩვენს ხმას. ჩვენს მსვლელობას ჰქვია - ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით წინ ევროპისკენ”, - განაცხადა ბაიკერმა თემო მჟავიამ.

ბაიკერი ლევან გოგორელიანი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომენტია.

„მიხარია, რომ აქ ვარ და ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება, ვაკეთებ ყველაფერს სიყვარულით. ჩემთვის მთავარია მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა. მშვიდობა მაძლევს დანარჩენ ყველაფერზე ფიქრის საშუალებას. მიცხოვრია იმ დროს, როცა მშვიდობა არ იყო და ვიცი, რასაც ნიშნავს, მახსოვს, რასაც ნიშნავს ეს. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის შემთხვევაში წარმომიდგენია საქართველოს განვითარება”, - განაცხადა ლევან გოგორელიანმა.