1740377316
„ეს რა უბედურებაა მართლა“ - ლევან ყოჩიაშვილი ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებაზე

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მსახიობი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.
მომხდარს „პრაიმტაიმთან“ ლევან ყოჩიაშვილი ეხმაურება.
„მეც ახლა წავიკითხე, ეს რა უბედურებაა მართლა. ვიკითხე და გულით გარდაიცვალაო“, - ამბობს ლევან ყოჩიაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
ნიკამ 1 დღის წინ 2022 წელი Facebook მეგობრებს მიულოცა.
„როგორც იქნა ამოვყავი თავი საცივიდან და მოვიცალე მოსალოცად. გილოცავთ 2022 წელს. სურვილების ახდენის წელი ყოფილიყოს ყველასთვის“,- წერდა ნიკა ქაცარიძე.