ქართველ სამხედროს აფხაზეთიდან, სვანეთის გავლით 1 წლის გოგონა გადმოჰყავს - ნახეთ რა ბედი ეწიათ ფოტოზე აღბეჭდილ ადამიანებს - ემოციური ფოტოები

სულხან წურწუმია

ფოტოზე გამოსახულია მებრძოლი, სულხან წურწუმია და აღბეჭდილია მომენტი, როდესაც მას აფხაზეთის ომის დროს, სვანეთის გზით გადმოჰყავს 1 წლის გოგონა, ნინი ჯალიაშვილი.

ჟურნალისტმა, თამარ მოლაშვილმა ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები მოიძია. ის სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

 

„არის! არის! არის!
მაინც ვიპოვე!
დიდი ძებნის შემდეგ ორივე ვიპოვე.
ფოტო საკენშია გადაღებული.
მეომარი, რომელსაც ერთი წლის გოგო სვანეთზე გადმოჰყავს, სულხან წურწუმიაა.
სამწუხაროდ, ბატონი სულხანი ორი წლის უკან გარდაიცვალა, იანვრის თვეში.


დავაგვიანე.
უკეთილშობილესი, ნამდვილი მეომარი და ადამიანთ მოყვარული.
ბავშვი სოხუმელი ნინი ჯალიაშვილია, რომელიც ამ ფოტოზე 1 წლისაა, ახლა კი უკვე 30-ის.

ომის დამთავრების შემდეგ ოჯახი ამერიკაში წავიდა. იქ ცხოვრობს. ძალიან ბედნიერი ვარ. გოგა შარაშენიძე, გმადლობ ამ ფოტოსთვის. შენ ისტორიის დიდი ემოცია ჩადე ამ ფოტოში. ყველას მადლობა ვინც გამომეხმაურა, დამეხმარა.და ბოლოს მაინც მადლობა ჩემ თავსაც, რომელიც მიზნის მიღწევამდე არასოდეს ჩერდება.ვიცი, ბევრს ცრემლს მოგვრით ეს პოსტი...ყველა აცრემლებული ადამიანი მიყვარხართ!“ - წერს თამარ მოლაშვილი.