დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია. ამავე დროს, ქვეყანამ იარაღის ექსპორტი განახორციელა სხვა სახელმწიფოებში, – როგორც გამოცემა „ერბეკა უკრაინა“ წერს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Ouest France-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე შოკში ვარ, არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნული … მე მესმის, რომ მათ უნდა დაიცვან თავიანთი მიწა, თუმცა მე მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელი თავისი შეიარაღების ექსპორტს სხვა ქვეყნებში ახორციელებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ არ ადანაშაულებს ქვეყნის ლიდერებს.
„მე არ ვადანაშაულებ ლიდერებს. მე ფაქტების კონსტატაციას ვახდენ: იყო დისკუსიები ისრაელის ხელმძღვანელობასთან და ამან უკრაინას არ უშველა. შესაძლებელია ისრაელზე რუსეთის გავლენის შემჩნევა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელის სამოქალაქო საზოგადოება უკრაინას მხარს უჭერს.