გაღვიძებისთანავე ხმამაღლა ვტიროდი, მოვთქვამდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო... - დიანა ღურწკაიას მძიმე ბავშვობა თბილისის ინტერნატში

diana

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, დიანა ღურწკაია ბავშვობიდან სკოლა-ინტერნატში იზრდებოდა. პატარა გოგონასთვის ძალიან მძიმე იყო დედ-მამასთან თვეობით განშორება და უცხო ადამიანების გვერდით ცხოვრება. დიანამ რუსი მაყურებლისთვის თბილისში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ნტერნატში განვლილი ეს მძიმე დღეები გაიხსენა.

"ღამღამობით მესიზმრებოდა დედა, გაღვიძებისთანავე კი ხმამაღლა ვტიროდი, მოვთქვამდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. კარადაში შენახულ ჩემოდანს ოდნავ ვხდიდი თავს, რომ სახლის სურნელი შემეყნოსა. მერე სწრაფად ვხურავდი, რათა ეს სუნი ჩემოდნიდან მთლიანად არ გამქრალიყო. ამ კედლებში თავმოყრილია ყველაფერი - ცრემლებიც, სიხარულიც, ბედნიერებაც და მონატრებაც", - აცხადებს მომღერალი ვიდეოსიუჟეტში. 

ყველაფრის მიუხედავად, მშობლების გადაწყვეტილებას დიანა გამართლებულად მიიჩნევს, ვინაიდან რომ არა სკოლა-ინტერნატი, არავინ იცის, მოხვდებოდა თუ არა დიდ სცენაზე.

ასევე ნახეთ:

„მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ... ჩემი შვილი ამას არ იმსახურებდა...“ - გიორგი ცინცაძის ემოციური პასუხი

ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მშობლებს საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურა გადასცა

„ეს სამჯერ გაიმეორეთ“ - რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სოციალურ ქსელებში ფოტოს დადების არ შეგვეშინდეს