ბათუმში ავარია მსხვერპლით დასრულდა

პოლიციის ლენტი

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.