„7 წელი კუბოს მსგავს ყუთში ჩაკეტეს, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ" - მშობლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ 20 წლის კოლინი ტყვე იყო

კოლინის ისტორია

20 წლის კოლინ სტენის (იგივე „გოგონა ყუთში)  ისტორიამ მსოფლიო შეძრა.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

1977 წლის 19 მაისს 20 წლის კოლინი მეგობართან დაბადების დღეზე გაემგზავრა, რომელიც სხვა შტატში ცხოვრობდა. გოგონამ ავტოსტოპის გამოყენება გადაწყვიტა, რადგან ეს  მეთოდი წარსულშიც ნაცადი ჰქონდა და უსაფრთხოდ მიაჩნდა. თუმცა, ამჯერად ყველაფერი სხვანაირად წარიმართა.  გოგონა კამერონ და ჯენის ჰუკერების მანქანაში ჩაჯდა.

როგორც მოგვიანებით კოლინმა გაიხსენა, ცოლ-ქმარს იმიტომ ენდო, რომ  ავტომანქანაში მათი 1 წლის შვილი იმყოფებოდა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ კამერონმა მანქანა მიყრუებულ ადგილას გადაიყვანა, ძრავა გამორთო - კოლინს დანით დაემუქრა და თავზე ხის ყუთი ჩამოაცვა. 

„მეგონა, რომ მოვკვდებოდი",- ამბობს კოლინი. 

კოლინმა შემდეგი 7 წელი  ჰუკერების ოჯახში გაატარა. გოგონა ჰუკერების ლოგინთან კუბოს მსგავს ყუთში ცხოვრობდა. იქ დღეში 23 საათს იმყოფებოდა - „კუბოდან" გამოსვლა მხოლოდ ჭამისთვის შეეძლო. კამერონი მას ყოველდღე აწამებდა და აუპატიურებდა.  კამერონის მეუღლე, ჯენისი ქმარს არ ეწინააღმდეგებოდა. 

კამერონი გოგონას ეუბნებოდა, რომ რაღაც  „კომპანიის“ წევრი იყო და თუ გაქცევას შეეცდებოდა, ამ „კომპანიის“ წარმომადგენლები  მას მოკლავდნენ.

იმისთვის, რომ კოლინის მშობლებს ეჭვი არ გასჩენოდათ. ცოლ-ქმრის მეთვალყურეობით ის მშობლებს წელიწადში რამდენჯერმე ხვდებოდა. გოგონას ოჯახის წევრები აღნიშნავდნენ, რომ კოლინი ყოველთვის უცნაური იყო. 

„იმდენად მეშინოდა კამერონისა და მისი „კომპანიის", რომ მაშინაც კი როდესაც ჩემს მშობლებთან მარტო ვიყავი, მათ ვერაფერს ვეუბნებოდი",- ამბობს კოლინი. 

კოლინმა ჰუკერების ტყვეობას თავი 1984 წელს, მისი ერთ-ერთი გამტაცებლის ჯენისის (კამერონის მეუღლის) წყალობით დააღწია. 

იმ წელს ჯენისმა პასტორს გაუმხილა, რომ  7 წელი მათ სახლში მძევალი ჰყავდათ.  სასამართლო დოკუმენტების თანახმად, რელიგიურმა ლიდერმა ჯენისს ურჩია, რომ კამერონი მიეტოვებინა და კოლინი გაეთავისუფლებინა. ჯენისმა მისი სიტყვები დაიჯერა. 

სანამ კამერონი სამსახურში იყო, ჯენისმა კოლინი გოგონას მშობლებს მიუყვანა. 

„არ ვიცი რას ელოდებოდა ამდენი ხანი ჯენისი. ვფიქრობ, კამერონმა ის იმდენად დააშინა, რომ ვერაფერს აკეთებდა",- ამბობს კოლინი. 

სად არის ახლა კოლინი

ოლინი დღეს უკვე ბებიაა, მაგრამ იმ სახლის დანახვისას, სადაც მისი ცხოვრების 7 წელი გაატარა, მოხუცი ქალი დღემდე კანკალებს.