1747945308
ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე, ირაკლი შვანგირაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ გირაოს გადაუხდელობის გამო, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.