„საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფრთხილად, განსაკუთრებით ერიდეთ...“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

გოგა მანია

ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმს“ ხშირად აძლევს ინტერვიუს და ახლა, ის ახალ წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება.

ეზოთერიკოს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ენერგეტიკულად დაზიანებულები არიან და გათავისუფლება სურთ.

ასევე, გოგა ხშირად აფრთხილებს მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამბობს, რომ ეს ბუნებრივი ძალა ბავშვობიდან აქვს და განსაკუთრებით, დედის გარდაცვალების შემდეგ მოხდა მის ცხოვრებაში გარდატეხა.

გოგა თავის ახალ წინასწარმეტყველებაში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ 15 ივნისამდე საქართველოშიც მოსალოდნელია მიწისძვრები. 

„საზოგადოებას მოვუწოდებ, ძალიან ფრთხილად იყვნენ ლიფტებთან. მიწისძვრები მოხდება მიყოლებით, საქართველოში, 15 ივნისამდე დაფიქსირდება, შემდეგ იკლებს. ასევე თურქეთშია მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრა, საბერძნეთში და იტალიაში... იქნება წყალმოვარდნები, წყალდიდობები. განსაკუთრებით უფრთხილდით სარესტორნო, საოფისე ბიზნესს. ყურადღებით იყავით, გაზთან, სანთელთან, დენთან",- ამბობს გოგა.