„სასწრაფოა, გთხოვთ გაავრცელეთ...“ - 21 წლის ბიჭი „ბოლო ზარზე“, სკოლასთან ქალს შეეჯახა | დაშავებული ქალის შვილი მიმართვას ავრცელებს

ავარია

 სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომ 159-ე სკოლასთან ,,ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლასთან "ბოლო ზარის" ღონისძიებიდან გასულ მშობელს სრულიად უცხო პირი შეეჯახა.

დაშავებული ქალის შვილი, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:

„159 სკოლასთან დედაჩემს დაეჯახნენ. ახლა მორჩა ოპერაცია. კერავენ, ყველა მყესი გაწყვეტილი ჰქონდა, ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა ფეხი მართლა არ მეგონა თუ გადაურჩენდნენ.

საჭესთან იჯდა 21 წლის ბიჭი და უბრალოდ მობუქსავებას ცდილობდა” და დამთავრდა ამ შედეგით. ცოტა აზრზე მოდით, ხალხნო! დედაჩემს 5 შვილი ჰყავს, გვღუპავდა ყველს. მერე სად მიდიოდა იმდენი პატარა ბავშვი იყო იქ, ჩემი მანქანა რომ არ მდგარიყო 10 ადამიანს დაიხვევდა კიდევ.

სასწრაფოდ გვჭირდება სისხლი დიდი რაოდენობით. მე-4 დადებითი აქვს დედას, მაგრამ გადავცვლითო, ვისაც შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ და გაავრცელოთ. "მედისონში" სისხლის ბანკში ბარდება ალეკო გობრონიძის 27-ში, თეა გიორგაძის სახელზე", - წერს დაშავებულის შვილი".

ვისაც დახმარება შეგიძლიათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 592006077.