„300-მდე პაციენტი გააუპატიურა, მათ შორის, საკუთარი დის შვილები..." - 74 წლის ქირურგის საქმე, რომელსაც 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ფრანგი ქირურგი

ყოფილ ფრანგ ქირურგს, 74 წლის ჯოელ ლე სკუარნეკს სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულებისთვის,  თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა. პროცესი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ქირურგად მუშაობის პერიოდში (1989-2014 წლამდე) ჯოელმა 299 პაციენტზე სექსუალურად იძალადა. მსხვერპლთა უმეტესობა 11 წლის იყო.  NBC-ის ცნობით, ბავშვებზე ჯოელი სექსუალურად მაშინ ძალადობდა, როდესაც ისინი „ანესთეზიის ქვეშ იყვნენ ან ოპერაციის შემდეგ, გამოჯანმრთელების პერიოდს გადიოდნენ".

BBC-ის ინფორმაციით,  სამართალდაცავებმა ფრანგი ექიმის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მისი დღიურების წყალობით შეძლეს, რომლებშიც ის სექსუალური ძალადობის თითოეულ შემთხვევას დეტალურად აღწერდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ რამდენიმე მსხვერპლს მომხდარის შესახებ არაფერი გახსოვდა. 

ჯოელმა აღიარა, რომ 2 მსხვერპლის გარდაცვალებაში წვლილი მას მიუძღოდა. მომხდარის შედეგად მიღებულმა ტრავმამ მათ სუიციდისკენ უბიძგა. 

ასევე, 2020 წელს ჯოელმა მეზობელი, მისი ორი დისშვილი და 4 წლის პაციენტი გააუპატიურა. 

პოლიციის თქმით, ჯოელი დღიურებში მუდმივად წერდა, რომ ის პედოფილი იყო. ასევე, ჩხრეკის შედეგად ოფიცრებმა ბავშვების 300 000-მდე ფოტოებს მიაგნეს. მათ შორის, ჯოელის დის შვილების სურათებიც იყოს.